კომპანიის შესახებ

კომპანია “კრწანისი ვილა რეზიდენსი” 2010 წელს დაარსდა იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც მანამდე მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ სამშენებლო სფეროში. კომპანიის მიზანი ქართული ბაზრისთვის უნიკალური ტიპის საცხოვრებელი ფართების შეთავაზება იყო.
ჩვენთვის დეველოპმენტი მხოლოდ შენობების აშენება არაა. ჩვენ გვინდა, შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ ადამიანებმა ბედნიერად და კომფორტულად იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, ეფექტურად დაგეგმარებულ სახლებში. ააშენო საცხოვრებელი შენობები ისე, რომ ბუნებისთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და ჰარმონიულობა არ დაიკარგოს – ნამდვილი ხელოვნებაა. ამ ყველაფრისთვის კრწანისი იდეალური ადგილია.

მისია

ჩვენი მისიაა, შევქმნათ თანამედროვე სახლები თანამედროვე ადამიანებისთვის და ხელი შევუწყოთ ახალი, ცოცხალი უბნების გაჩენას ქალაქში.

ხედვა

ეკოლოგია ის ფაქტორია, რომელიც პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე გვახსოვს: სწორედ ასე ვარჩევთ ადგილს მშენებლობისთვის, ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით კი გარემოსაც ვუფრთხილდებით და ჩვენი კლიენტების ფინანსებსაც. ბუნებასთან სიახლოვე და თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსების მთავარი კონცეფციაა.

კომფორტული გარემოს შექმნა

ამ საუკუნისთვის დამახასიათებელი ცხოვრების რიტმი ადამიანისთვის საკმაოდ სტრესულია, სწორედ ამიტომ, სახლი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც სასიცოცხლო ძალებს აღიდგენთ. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან დისტანცირება, კომფორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და თქვენს გემოვნებაზე მორგებული დიზაინი – ამ პუნქტების დაკმაყოფილება ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, უმთავრესია.

განვითარებისკენ სწრაფვა

ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს გაუმჯობესებისთვის, რისთვისაც პირველ რიგში ჩვენს მომხმარებლებს ვუსმენთ.

პროფესიონალიზმი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, “კრწანისი ვილა რეზიდენსი” ასოცირდებოდეს დახვეწილ, თანამედროვე დეველოპმენტთან. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვამოწმებთ ჩვენი მშენებლობის ხარისხს და ვზრუნავთ სტანდარტების გაუმჯობესებაზე.

ჩვენი გუნდი

ლელა ტაბიძე
ლელა ტაბიძეგენერალური დირექტორი

სანდრო ნამორაძე
სანდრო ნამორაძედირექტორი

ალექსი პაპელიშვილი
ალექსი პაპელიშვილიმთავარი არქიტექტორი

ოთარ ონეზაშვილი
ოთარ ონეზაშვილისამშენებლო პროექტების ხელმძღვანელი
მანანიკო ხურციძე
მანანიკო ხურციძეგაყიდვების მენეჯერი
თამა კალანდია
თამა კალანდიაგაყიდვების მენეჯერი
ანა მეგრელიშვილი
ანა მეგრელიშვილიფინანსისტი
ქეთა ხარძიანი
ქეთა ხარძიანიიურისტი