კრწანისი ვილა რეზიდენსი

ბოლო წლებში საცობები, ხმაური და მტვერი თბილისელების ცხოვრების შემაწუხებელ ნაწილად იქცა, სწორედ ამიტომ, აუცილებელი გახდა ადამიანებისთვის საცხოვრებლად ისეთი სივრცის შეთავაზება, სადაც თავს მშვიდად და ბედნიერად იგრძნობდნენ.
ასე შეიქმნა კრწანისი ვილა რეზიდენსი – პროექტი, რომელიც გამწვანებული და დაცული უბნის კონცეფციას ეხმიანება.

ყველა ტიპის საცხოვრებელი

20 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული პროექტი საკუთარ თავში  რამდენიმე განსხვავებული ტიპის საცხოვრებელს აერთიანებს:

  • ხუთსართულიან კორპუსს მოსახერხებელი მიწისქვეშა პარკინგითა და აუზით
  • თაუნჰაუსებს გამწვანებული საფარითა და ფართო ტერასებით
  • ექსკლუზიური პროექტის მიხედვით შექმნილ ვილებს, საკუთარი ეზოებით

ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ღია აუზი, ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტები, საბავშვო სკვერები და სარეკრეაციო ზონები.
კომპლექსის პირველი ნაწილის  მშენებლობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდა.

ადგილმდებარეობა

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 5 წუთის გზის გავლაა საჭირო, რომ სიმწვანესა და სიმშვიდეში აღმოჩნდეთ. ტემპერატურული სხვაობა აქ რამდენიმე წამში იგრძნობა, კრწანისის მთებიდან მონაბერი ნიავი კი წამით სხვა რეალობაში გადაგიყვანთ.
კრწანისი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უსაფრთხო უბანია, რაც თავის დროზე საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების სიმრავლემ განაპირობა.

კომფორტი

კრწანისი ვილა რეზიდენსის მაცხოვრებლებს კარგად ესმით კომფორტის ფასი.
მათ არ უწევთ ნერვიულობა მანქანის გასაჩერებელ ადგილზე ან კომპლექსის პირვანდელი სახით შენარჩუნებაზე.
ნარგავების მოვლასა და ტერიტორიის სისუფთავეს კვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს, დანარჩენ საკითხებს კი კონსიერჟი აგვარებს.
ცალკე ჯგუფი ემსახურება ლიფტსაც, რის გამოც ტექნიკური პრობლემები მინიმუმამდეა დაყვანილი.

უსაფრთხოება

როცა კრწანისი ვილა რეზიდენსის კონცეფციაზე ვმუშაობდით, წამითაც არ დაგვვიწყებია ჩვენი მომხმარებლების პრიორიტეტები. მათთვის კი გარდა სიმწვანისა და სიმშვიდისა, უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია.
თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ჩვენ შევქმენით გარემო, სადაც დიდები და პატარები თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ.
კომპლექსი შემოსაზღვრულია შლაგბაუმებით, ტერიტორია კი 24-საათიანი დაცვისა და კამერების მეშვეობით კონტროლდება.

გადახდის პირობები

ბინის შეძენა შესაძლებელია როგორც შიდა განვადებით, ასევე „თიბისი ბანკის“ იპოთეკური სესხით.

უპროცენტო შიდა განვადება პროექტის დასრულებამდე!

საუკეთესო პირობა იპოთეკურ სესხზე 7%-დან