კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „საირმე ვილა რეზიდენს“-ში

კომლექსი მდებარეობს:

  • თავისუფლების მოედნიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე
  • აეროპორტიდან 23 კმ-ში, ავტომობილით 30 წუთის სავალ მანძილზე
  • თბილისის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა უბანში
  • საელჩოების უბანში (ავსტრიის, პოლონეთის, ყაზახეთის, ევროსაბჭოს) 

კომპლექსის მახასიათებლები

–  5 სართულიანი შენობა

–  ქვედა სართული: სამზარეულოები, მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი თუ სხვა დანიშნულების ოთახები. (ჯამში 315 კვ.მ)

– პირველი სართული: ცენტრალური დერეფნები, 2 ლიფტი, მისაღები ოთახები, სამზარეულოები, ტერასები, სააბაზანოები და საპირფარეშოები   (ჯამში 340 კვ.მ)

– პირველი სართული: ღია ტერასები, ეზოები და 6 ავტომობილისთვის განკუთვნილი ავტოსადგომი.

– მეორე სართული: საშუალოდ 8-9 ოთახი და ტერასა (ჯამში 340 კვ.მ)

– მესამე სართული: საშუალოდ 8-9 ოთახი და ტერასა (ჯამში 325 კვ.მ)

– მეოთხე სართული: გარდერობები, 2 ლიფტი, ტერასები და 2 აუზი.

– თავისუფალი სივრცეები, რომელიც თავად შეგიძლიათ დაგეგმოთ.

– შენობა აღჭურვილია პანორამული ლიფტებით, რომლებიც დაპროექტებული და წარმოებულია OTIS მიერ

შენობის ფართობი:

. ქვედა – 1 სართული: შიდა ფართობი -315 მ2 (ორი ლიფტი)

. პირველი სართული: შიდა ფართობი -285 მ2, ტერასები 70 მ2, ეზოები 340 მ2 (6 ავტომობილისთვის განკუთვნილი ავტოსადგომი) (ორი ლიფტი)

. მეორე სართული: შიდა ფართობი -270 მ2, ტერასები 70 მ2 (ორი ლიფტი)

. მესამე სართული: შიდა ფართობი -245 მ2, ტერასა 80 მ2 (ორი ლიფტი)

. მეოთხე სართული: შიდა ფართობი 50 მ2, ტერასები 140 მ2 (ორი ღია აუზი 7/3.5)

. მთლიანი შიდა ფართობი 1170 მ2

. ტერასების მთლიანი ფართობი 360 მ2

. ეზოების მთლიანი ფართობი 340 მ2

. აუზების მთლიანი პარამეტრები 7/3.5

. თითოეული შენობა არის 5 სართულიანი (გააჩნია მიწისქვეშა სართული)

. შენობების მთლიანი ფართობი -1530 მ2

საირმე ვილა რეზიდენსში

ფასადების მოწყობის სამუშაოები დასრულებილია. მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადაა მაქსიმუმ 2-3 თვე (დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად).

დამქირავებელს შეუძლია იქირაოს ნებისმიერი სართული და ინდივიდუალურად დაგეგმოს სივრცე.

კომპანია უზრუნველყოფს სრულ სარემონტო და შესაბამის კომპლექსის მართვის სამუშაოებს.

დამქირავებელს შენობის გამოყენება შეუძლია 2019 წლის ივნისში.

საირმე ვილა რეზიდენსის ადგილმდებარეობა

„საირმე თვინს ვილა რეზიდენსი“ მდებარეობს ქალაქის ცენტრში, წყნარ შემაღლებაზე. იგი გარშემორტყმულია კერძო საცხოვრებელი სახლებით, სადაც აგრეთვე ცხოვრობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები (მაგალითად ელჩები). დანიშნულების ადგილზე მისასვლელად სამი სხვადასხვა გზა არსებობს.

„საირმე თვინს ვილა რეზიდენს“-ის სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარეობს გოძიაშვილის ბაღი (38000 მ2 სარეკრეაციო ზონა) და ყოფილი იპოდრომი (590 000 მ2 სარეკრეაციო ზონა ). თვინსიდან 7 კილომეტრში მდებარეობს ისეთი დიდი სარეკრეაციო ზონები, როგორიცაა ლისის ტბა და კუს ტბა.

საირმე თვინს ვილა რეზიდენსი“-დან 1 კილომეტრის რადიუსში განლაგებულია მრავალპროფილური საავადმყოფოები თუ კლინიკები, კერძო და საჯარო სკოლები, საბავშვო ბაღები, რესტორნები, ბარები, სავაჭრო ცენტრები, ყინულის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, ჩოგბურთის კორტები და სპორტული საცურაო აუზები.

ხარისხი, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებთ

მშენებლობა განხორციელდა უმაღლესი ხარისხის ცემენტითა და არმატურით, რომელსაც გააჩნია ISO სერტიფიცირება.

საძირკველი გაკეთებულია  60 სმ-იანი ქვა-ბეტონის მონოლითისგან, რომელიც ჩადის მთის შრემდე.

რბილი კონსტრუქციები გათვლილია ორმაგ დატვირთვაზე.

შენობა გათვლილია 8 ბალიან მიწისძვრაზე.

კედლები ნაგებია ენერგოეფექტური ბლოკითა და სიცხის ამრეკლავი მასალისაგან. კონსტრუქციას გააჩნია ჰიდროიზოლაცია.

შენობის ფასადი სრულად მოპირკეთებულია ბუნებრივი ტრავერტინით.

ვიტრაჟის ტიპის ფანჯრები დამზადებულია იზო-ალუმინისგან და აღჭურვილია სრიალა მექანიზმებით.

თითოეულ შენობას აქვს პანორამული ლიფტი.

პირველი სართული, კიბეები და ყველა დერეფანი მოპირკეთებულია მარმარილოთი.

თითოეულ შენობას აქვს ელექტრო გენერატორი.

ოთახებს გააჩნია დამოუკიდებელი სავენტილაციო სისტემა.

შენობებს აქვს ინდივიდუალური ცენტრალური გათბობის სისტემა.

მიწისქვედა სართულს აქვს იატაკქვეშა გათბობა.

ელექტროგაყვანილობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და დამიწებულია.

წყალგაყვანილობისთვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალა.

სახანძრო უსაფრთხოება დაცულია. ოთახები დაკავშირებულია ცენტრალურ აუდიო სიტემასთან.

შენობები აღჭურვილია სათვალთვალო კამერებითა და დაცვის სიტემებით. შესაძლებელია სამთავრობო დაცვით უზრუნველყოფაც.

კომპლექსში გათვალისწინებულია: საცურაო აუზი,  ჩოგბურთის კორტი (150 მ), ფიტნეს კლუბი (300m) და აუზი სახურავზე.