კომპანიის შესახებ

კომპანია „კრწანისი ვილა რეზიდენსი“დაარსდა 2010 წელს, კომპანიის დამფუძნებლის და მმართველის ნოშიკო ნამორაძის მიერ. ბიზნესმენმა შეარჩია თბილისში ისტორიული უბანი, მისი საუკეთესო ეკოლოგიური და ლანდშაფტური პარამეტრებიდან გამომდინარე.
მიზანი იყო შექმნილიყო N1 ეკოლოგიურად საუკეთესო უბანი და პროექტი ქალაქში, რომელიც უპასუხებდა ყველა თანამედროვე მოთხოვნილებასა და გამოწვევას. პროექტის 5 ჰექტარზე განაშენიანება წარმატებით განხორციელდა და შეიქმნა საუცხოო საცხოვრებელი გარემო, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
პროექტზე მოთხოვნილებიდან გამომდინარე კომპანია “კრწანისი ვილა რეზიდენს“-მა მრავალ მილიონიანი ინვესტირება განახორციელა და შეიძინა 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. კომპანია აგრძელებს ინოვაციური პროექტის განხორციელებას.

ჩვენთვის დეველოპმენტი მხოლოდ შენობების აშენება არაა. ჩვენ გვინდა, შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ ადამიანებმა ბედნიერად და კომფორტულად იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, ეფექტურად დაგეგმარებულ სახლებში. ააშენო საცხოვრებელი შენობები ისე, რომ ბუნებისთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და ჰარმონიულობა არ დაიკარგოს – ნამდვილი ხელოვნებაა. ამ ყველაფრისთვის კრწანისი იდეალური ადგილია.

მისია

ჩვენი მისიაა, შევქმნათ თანამედროვე სახლები თანამედროვე ადამიანებისთვის და ხელი შევუწყოთ ახალი, ცოცხალი უბნების გაჩენას ქალაქში.

ხედვა

ეკოლოგია ის ფაქტორია, რომელიც პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე გვახსოვს: სწორედ ასე ვარჩევთ ადგილს მშენებლობისთვის, ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით კი გარემოსაც ვუფრთხილდებით და ჩვენი კლიენტების ფინანსებსაც. ბუნებასთან სიახლოვე და თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსების მთავარი კონცეფციაა.

კომფორტული გარემოს შექმნა

ამ საუკუნისთვის დამახასიათებელი ცხოვრების რიტმი ადამიანისთვის საკმაოდ სტრესულია, სწორედ ამიტომ, სახლი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც სასიცოცხლო ძალებს აღიდგენთ. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან დისტანცირება, კომფორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და თქვენს გემოვნებაზე მორგებული დიზაინი – ამ პუნქტების დაკმაყოფილება ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, უმთავრესია.

განვითარებისკენ სწრაფვა

ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს გაუმჯობესებისთვის, რისთვისაც პირველ რიგში ჩვენს მომხმარებლებს ვუსმენთ.

პროფესიონალიზმი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, “კრწანისი ვილა რეზიდენსი” ასოცირდებოდეს დახვეწილ, თანამედროვე დეველოპმენტთან. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვამოწმებთ ჩვენი მშენებლობის ხარისხს და ვზრუნავთ სტანდარტების გაუმჯობესებაზე.

ჩვენი გუნდი

ნოშიკო ნამორაძე
ნოშიკო ნამორაძედამფუძნებელი

“ჩემთვის მთავარ ღირებულებას მომხმარებელზე ზრუნვა წარმოადგენს – შევთავაზო მას ის, რაც თავად ჩემთვის საუკეთესოდ მიმაჩნია.”

ლელა ტაბიძე
ლელა ტაბიძეგენერალური დირექტორი

„მჯერა, რომ ეკოლოგია არის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე უნდა გვახსოვდეს. პირველ რიგში, ეს გამოიხატება პროექტის ადგილმდებარეობით, შემდეგ კი ენერგოეფექტური მშენებლობით“

სანდრო ნამორაძე
სანდრო ნამორაძედირექტორი

„მიმაჩნია, რომ სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანმა თავი ყველაზე კომფორტულად უნდა იგრძნოს და შეძლოს ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მშვიდ სივრცეში ძალების აღდგენა. სწორედ მომხმარებლის კომფორტია ჩვენი პროექტის მამოძრავებელი იდეა.“