სიახლე, რომელიც თბილისს ჰაერივით სჭირდებოდა

„ვილა რეზიდენსი“ აგრძელებს თანამედროვე უბნის, “კრწანისი ვილა რეზიდენსის“ განვითარებას. ჩვენ ვაშენებთ პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე საცხოვრებელ უბანს კრწანისის ქუჩაზე.

ახალი უბანი 12 ჰექტარს მოიცავს თბილისის ისტორიულ და პრესტიჟულ ნაწილში, კრწანისის ქუჩაზე. “კრწანისი ვილა რეზიდენსი” თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 6 კილომეტრში, ხოლო აეროპორტიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქზე.

ახალი უბნის კონცეფციაზე და დაპროექტებაზე მთლიანად ჩვენმა მაღალკვალიფიციურმა საპროექტო ჯგუფმა იმუშავა. ჩვენი ინოვაციური პროექტი ახალი სიტყვაა თბილისში, რაც თანამედროვე ადამიანებს სთავაზობს ურთიერთობების შესაძლებლობასა და კომფორტულ გარემოს უბნის ტეროტორიაზე.

უბანი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინით ერთიანი ხედვით დაიგეგმა. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას.

უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება, რომლის გარშემოც და მიმდებარედ არის განთავსებული საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზები, მინი გოლფის მოედნები, ჩოგბურთის მოედნები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს კომერციული დანიშნულების შენობას, რომელშიც განთავსებული იქნება დიდი მოცულობის ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი.

პროექტის გეგმარებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოთხ ძირითად ასპექტს: კომფორტი, უსაფრთხოება, ეკოლოგია და ადაპტაცია.

აირჩიე ბინა

შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფეხმავლო ბილიკებით, გოლფის მანქანებითა და ველო ბილიკებით.

აქ ყველა პირობაა იმისათვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და სტრესისგან დაიცალოთ.

• მინი-გოლფის მოედნები
• ღია და დახურული საცურაო აუზები
• ფიტნეს კლუბები ხედებით ქალაქზე
• ჩოგბურთის მოედნები
• ფეხბურთის მოედნები
• კალათბურთის მოედნები
• ბოულინგ კლუბი
• საბილიარდო
• საფეხმავლო და ველო ბილიკები

კომფორტი და უსაფრთხოება:

  • 24/7 დაცვის სამსახური
  • სადარბაზოების, ლიფტების, აუზების, დარბაზების და ეზოების დასუთავება
  • გამწვანების მოვლა
  • მობილური აპლიკაცია მაცხოვრებლებისთვის მომსახურების კომპანიასთან საკომუნიკაციოდ და სხვა მიზნებისთვის

პროექტის მახასიათებლები:

  • 8 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცეები და გამწვანებული ეზოები
  • საბავშვო ბაღი 150 ბავშვზე და სკოლა 500 მოსწავლეზე
  • მიწისქვეშა ავტოსადგომი
  • ბავშვთა გასართობი და საერთო სამუშაო სივრცეები
  • სპორტული მოედნები
  • ველობილიკები
  • გოლფის მანქანების ბილიკები
  • სპორტული დარბაზი
  • ღია და დახურული საცურაო აუზები
  • კომერციული ობიექტები
  • სამრეცხაო
  • სტუმრების მისაღები სივრცე

ბინები ბარდება მწვანე კარკასული მდგომარეობით, ან ინდივიდუალური დასრულებული რემონტებით, სურვილისამებრ, სადაც დაგხვდებათ სამზარეულო ჩაშენებული გაზქურით, გამწოვითა და ჭურჭლის სარეცხი მანქანით, სრულად მოწყობილი აბაზანა, ცენტრალური გათბობის სისტემა გათბობის ქვაბითა და რადიატორებით.

მშენებლობის ხანგრძლივობა 6 წელია, რომელიც 4 ეტაპად წარიმართება:

  • I ფაზა: 2020 − 2022 წელი
  • II ფაზა: 2021− 2023 წელი
  • III ფაზა: 2023 − 2025 წელი
  • IV ფაზა: 2025 − 2026 წელი