კრწანისი როიალ რეზიდენსი

გვინდა გაცნობოთ სასიხარულო ამბავი, “კრწანისი ვილა რეზიდენსმა”მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და შეიძინა კრწანისის ქუჩაზე 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

მრავალ მილიონიანი ინვესტირება წარმატებით დასრულდა ჩვენი კომპანიის მიერ , პროექტი “სს ტბს ბანკის” თანადაფინანსებით შედგა.
პროექტის ჯამური ინვესტირების ღირებულება შეადგენს 120 000 000 დოლარს რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ქალაქის სწორი განვითარებისათვის და მოსახლეობის დასაქმებისათვის.

სულ მალე წარმოგიდგენთ “კრწანისი ვილა რეზიდენსის” შემდგომი განვითარების ფაზას ,პრემიუმ კლასის თანამედროვე ტიპის დახურულ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ინოვაციური სიახლეებით და მოსახლეობისათვის გათვლილი ყველა თანამედროვე კომპონენტებით.

სიახლე რომელიც თბილისს ჰაერივით ჭირდებოდა

„ვილა რეზიდენსი“ აგრძელებს თანამედროვე უბნის, “კრწანისი ვილა რეზიდენსის“ განვითარებას. ჩვენ ვაშენებთ პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე საცხოვრებელ უბანს კრწანისის ქუჩაზე.

ახალი უბანი 12 ჰექტარს მოიცავს თბილისის ისტორიულ და პრესტიჟულ ნაწილში, კრწანისის ქუჩაზე. კრწანისი ვილა რეზიდენსი თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 6 კილომეტრში, ხოლო აეროპორტიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქზე.

ახალი უბნის კონცეფციაზე და დაპროექტებაზე მთლიანად ჩვენმა მაღალ კვალიფიციურმა საპროექტო ჯგუფმა იმუშავა. ჩვენი ინოვაციური პროექტი ახალი სიტყვაა თბილისში, რაც თანამედროვე ადამიანებს სთავაზობს ურთიერთობების შესაძლებლობასა და კომფორტულ გარემოს უბნის ტეროტორიაზე.

უბანი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინით ერთიანი ხედვით დაიგეგმა. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას.

უბნის 70% რეკრეაციული ზონა შეადგენს, რომლის გარშემოც და მიმდებარედ არის განთავსებული საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზები, მინი გოლფის მოედნები, ჩოგბურთის მოედნები, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს კომერციული დანიშნულების შენობა , რომელშიც განთავსებული იქნება დიდი მოცულობის ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი.

პროექტის გეგმარებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოთხ ძირითად ასპექტს: კომფორტი, უსაფრთხოება, ეკოლოგია და ადაპტაცია.

პროექტის მახასიათებლები:

  • 8 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცეები და გამწვანებული ეზოები
  • საბავშვო ბაღი 150 ბავშვზე და სკოლა 500 მოსწავლეზე
  • მიწისქვეშა ავტოსადგომი
  • ბავშვთა გასართობი და საერთო სამუშაო სივრცეები
  • სპორტული მოედნები
  • ველობილიკები
  • გოლფის მანქანების ბილიკები
  • სპორტული დარბაზი
  • ღია და დახურული საცურაო აუზები
  • კომერციული ობიექტები
  • სამრეცხაო
  • სტუმრების მისაღები სივრცე

კომფორტი და უსაფრთხოება:

  • 24/7 დაცვის სამსახური
  • სადარბაზოების, ლიფტების, აუზების, დარბაზების და ეზოების დასუთავება
  • გამწვანების მოვლა
  • მობილური აპლიკაცია მაცხოვრებლებისთვის მომსახურების კომპანიასთან საკომუნიკაციოდ და სხვა მიზნებისთვის

ბინები ბარდება მწვანე კარკასული მდგომარეობით, ან ინდივიდუალური დასრულებული რემონტებით, სურვილისამებრ, სადაც დაგხვდებათ სამზარეულო ჩაშენებული გაზქურით, გამწოვითა და ჭურჭლის სარეცხი მანქანით, სრულად მოწყობილი აბაზანა, ცენტრალური გათბობის სისტემა გათბობის ქვაბითა და რადიატორებით.

მშენებლობის ხანგრძლივობა 6 წელია, რომელიც 4 ეტაპად წარიმართება:

  • I ფაზა: 2020 − 2021 წელი
  • II ფაზა: 2021− 2023 წელი
  • III ფაზა: 2023 − 2025 წელი
  • IV ფაზა: 2025 − 2026 წელი